1.განყოფილების ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.
დ) იბარებს და აბარებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
ე) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმების და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ.
ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმის წარმოებას.
ზ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ.
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით,მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლება მოვალეობებს.
4. ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, მუნიციპალიტეტის მერის და მერის მოადგილის წინაშ