1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების მე-18 მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტებით  გათვალისწინებულ სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:

ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის გადაუდებელი ღონისძიება;

ბ) ბავშვისა და ოჯახის  შეფასების საჭიროება;

გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ დებულების მე-9 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში).

2. თუ კი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა ბავშვისა და ოჯახის შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში  ამზადებს ამ დებულების მე-18 მუხლით გათვალისწინებული  შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების  შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. თუ კი სკრინინგის ან ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში;

4. საქმის გარემოებათა გამოკვლევაში ამ დებულების 22-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილის საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც მუნიციპალიტეტის ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალა