1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების მე-19 მუხლით გათვალისწინებულ სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:
ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება,ბ) პირველადი შეფასების საჭიროება
გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ დებულების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში).
2. თუ კი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა პირველადი შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულ პირველადი შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. თუ კი სკრინინგის ან პირველადი შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ დებულების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს პირველად შეფასებას ან/და ჩაღრმავებულ შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას.
4. საქმის გარემოებათა გამოკვლევაში ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც მუნიციპალიტეტის ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალა