1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს რისკების მართვის ჩარჩო, რათა განახორციელოს იმ რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, კონტროლი და მართვა, რომლებიც წარმოიშობა სისტემაში ან მოქმედებს მასზე. რისკების მართვის ჩარჩოს გადახედვა უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად.

2. რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს:

ა) სისტემის ოპერატორის რისკის აპეტიტის სტრატეგიას და რისკების მართვის ინსტრუმენტებს;

ბ) რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობების განაწილებასა და ანგარიშვალდებულებას;

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესს სისტემასთან დაკავშირებულ კრიზისულ სიტუაციებში, ასევე ფინანსური ბაზრების ისეთი განვითარების პირობებში, რომელიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ბაზრის ლიკვიდურობაზე და საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

3. სისტემის ოპერატორმა უნდა შექმნას სტიმული სისტემის მონაწილეებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მათი მომხმარებლებისათვის, იმ რისკების შეზღუდვისა და მართვისათვის, რომლებიც გამოწვეულია სისტემის ამ მონაწილეების მიერ ან სისტემიდან ვრცელდება ამ მონაწილეებზე. სისტემის მონაწილეების შემთხვევაში, ეს სტიმული მოიცავს ეფექტურ და პროპორციულ ფინანსურ ჯარიმებს ან/და ზარალის განაწილების შეთანხმებებს.

4. სისტემის ოპერატორმა სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს იმ მატერიალური რისკების შეფასება, რომლებიც წარმოიშობა სისტემის ურთიერთდამოკიდებულებით სხვა სუბიექტებთან. ასეთი რისკების წყარო შესაძლოა იყოს აღნიშნული გარე სუბიექტები ან ასეთ სუბიექტებზე შეიძლება ვრცელდებოდეს სისტემაში წარმოშობილი რისკები. აღნიშნულ გარე სუბიექტებს მიეკუთვნება, მათ შორის, ფინანსური ბაზრის სხვა ინფრასტრუქტურა, ანგარიშსწორების აგენტები, ლიკვიდური რესურსების და სერვისის მიმწოდებლები და სხვა. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს ძლიერი და რისკის განსაზღვრული დონის პროპორციული რისკის მართვის ინსტრუმენტები.

5. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს კრიტიკული პროცესები და მომსახურება. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს გარკვეული სცენარები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისტემის კრიტიკული პროცესებისა და მომსახურების განხორციელებას და უნდა შეაფასოს სისტემის აღდგენის ან/და სისტემის საქმიანობის (გარდა ისეთი სისტემებისა, რომლებიც მხოლოდ სისტემის ოპერატორის კლიენტებისთვის გამოიყენება) მოწესრიგებული შეწყვეტის ყველა შესაძლო ვარიანტის ეფექტურობა. სისტემის ოპერატორმა კრიტიკულ პროცესებსა და მომსახურებას უნდა გადახედოს სულ მცირე ერთხელ წელიწადში და ჰქონდეს მის საფუძველზე შემუშავებული გეგმა სისტემის აღდგენისათვის ან/და საჭიროების შემთხვევაში, სისტემის საქმიანობის მოწესრიგებული შეწყვეტის თაობაზე. საქმიანობის აღდგენის ან საქმიანობის შეწყვეტის გეგმები უნდა მოიცავდეს კრიტიკული პროცესებისა და მომსახურების ჩამონათვალის განახლებას და საქმიანობის აღდგენისათვის ან/და მოწესრიგებული შეწყვეტისათვის საჭირო ღონისძიებებს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საქმიანობის შეწყვეტის გეგმის განხორციელებისათვის. საქმიანობის აღდგენის და საქმიანობის შეწყვეტის გეგმების გადახედვა უნდა განხორციელდეს სულ მცირე წელიწადში ერთხე