1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს იმ საკრედიტო რისკების გაზომვის, კონტროლისა და მართვის ძლიერი ჩარჩო, რომლებიც წარმოიშობა მონაწილეების მიმართ ან მონაწილეებს შორის სისტემაში გადარიცხვის, კლირინგისა და ანგარიშსწორების პროცესებიდან გამომდინარე.

2. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს საკრედიტო რისკის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზი. საკრედიტო რისკის (ზემოქმედების) გაზომვა და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს დღის განმავლობაში, დროული ინფორმაციისა და რისკის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.

3. კლირინგის სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს:

ა) ფინანსური ვალდებულებების დადგენა არაუგვიანეს იმ მომენტისა, როდესაც ტრანსფერორდერის გათვალისწინება ხდება ნეტ ანგარიშსწორების პოზიციების დაანგარიშებაში და ეს პოზიციები ხელმისაწვდომი ხდება ყველა მონაწილისათვის;

ბ) საკმარისი რესურსის შენახვა საკრედიტო რისკის რეალიზაციისას მისი ზეგავლენის დასაფარად ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, არაუგვიანეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მომენტისა.

4. სისტემის ოპერატორმა (მათ შორის, კლირინგის სისტემის ოპერატორმა) ანგარიშსწორების გარანტიით, უნდა დაფაროს თითოეული მონაწილის მიმართ საკრედიტო რისკი გირავნობის საგნით, საგარანტიო ფონდებით, საკუთარი კაპიტალით (ზოგადი ბიზნესრისკის დასაფარავად საჭირო თანხის გამოკლების შემდეგ) ან სხვა შესაბამისი ფინანსური საშუალებებით.

5. სისტემის ოპერატორმა (მათ შორის, კლირინგის სისტემის ოპერატორმა), რომელსაც არ აქვს ანგარიშსწორების გარანტია, უნდა შეიმუშავოს პროცედურები და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები მონაწილეებთან, რომელთა მიმართ გადახდის, კლირინგისა და ანგარიშსწორების პროცესების დროს შესაძლოა წარმოიშვას საკრედიტო რისკის პოზიციები. ეს პროცედურები და სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მონაწილეები ფლობდნენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საკმარის ფინანსურ რესურსებს იმ ორი მონაწილის საკრედიტო რისკის პოზიციის დასაფარად, რომლებიც მათთან დაკავშირებულ პირებთან ერთად უდიდეს საკრედიტო რისკის პოზიციას ქმნიან.

6. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს წესები და პროცედურები იმ ზარალის დასაფარავად, რაც წარმოიშობა ერთი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობით. ეს წესები და პროცედურები უნდა განსაზღვრავდეს პოტენციურად დაუფარავი ზარალის განაწილების წესებს, მათ შორის, სისტემის ოპერატორის მიერ ლიკვიდობის მიმწოდებლებისაგან ნასესხები თანხების დაბრუნების წესს. აღნიშნული წესები და პროცედურები ასევე უნდა არეგულირებდეს იმ საკითხს, თუ როგორ უნდა შეივსოს სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ დონემდე ფინანსური რესურსები, რომელთა გამოყენება განხორციელდა სტრესულ სიტუაციაშ