სისტემის ოპერატორი, რომელიც იყენებს გადახდა გადახდის სანაცვლოდ მექანიზმს, ვალდებულია აღმოფხვრას შესრულების რისკი. ამ მიზნით, მან უნდა უზრუნველყოს ვალდებულების საბოლოო ანგარიშსწორება მხოლოდ მას შემდეგ, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განხორციელდება შესაბამისი დაკავშირებული ვალდებულების საბოლოო ანგარიშსწორება. ეს წესი დაცული უნდა იყოს იმისდა მიუხედავად, საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება თუ არა ნეტინგის პრინციპით და როდის დგება ანგარიშსწორების საბოლოობ