1. სისტემის ოპერატორი საკუთარ და თავისი სისტემის მონაწილეების აქტივებს უნდა ინახავდეს ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ინსტიტუტში (შემდგომში – კასტოდიანები), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის, შენახვის და შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც შენახულ აქტივებს სრულად იცავს კასტოდიანის ან მისი ქვე-კასტოდიანის გადახდისუუნარობის, დაუდევრობის, თაღლითობის, სუსტი ადმინისტრირების ან არასათანადო აღრიცხვის შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორს დროულად უნდა ჰქონდეს წვდომა თავის აქტივებსა და მონაწილეთა მიერ მიწოდებულ აქტივებზე.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს და გააცნობიეროს რისკები კასტოდიანი ბანკების მიმართ, თითოეულ კასტოდიან ბანკთან ურთიერთობის მასშტაბის გათვალისწინებით.
4. სისტემის ოპერატორმა უნდა ჩამოაყალიბოს საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მის ზოგად რისკების მართვის სტრატეგიას და სრულად უნდა გააცნოს სისტემის მონაწილეებს. საინვესტიციო სტრატეგიის გადამოწმება ხდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
5. სისტემის ოპერატორის მიერ მისი საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციები უნდა წარმოადგენდეს მოთხოვნებს მაღალი რეპუტაციის მქონე მევალეების მიმართ ან უზრუნველყოფილი იყოს ასეთი მევალეების მიერ. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები მაღალი რეპუტაციის მქონე მოვალეების მიმართ. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ისეთ ინსტრუმენტებში, რომელთაც გა აჩნიათ, მინიმალური საკრედიტო, საბაზრო და ლიკვიდობის რისკებ