1. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სისტემის მომსახურებაზე წვდომის და მონაწილეობის არადისკრიმინაციული, ობიექტური და პროპორციული პირობები როგორც პირდაპირი, ასევე საჭიროების შემთხვევაში, არაპირდაპირი მონაწილეებისათვის და ფინანსური ბაზრის სხვა ინფრასტუქტურებისთვის. აღნიშნული პირობები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ამ სისტემაზე წვდომისა და მონაწილეობის პირობების გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წვდომისა და მონაწილეობის პირობები გამყარებული უნდა იყოს სისტემისა და ბაზრის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე უნდა იყოს სისტემის სპეციფიკურ რისკებზე მორგებული და მათი თანაზომიერი. პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, სისტემის ოპერატორმა ეს პირობები იმგვარად უნდა შეიმუშაოს, რომ მინიმალურად შეზღუდოს წვდომა სისტემაზე. თუ სისტემის ოპერატორი რომელიმე კანდიდატს უარს ეტყვის სისტემაში მონაწილეობაზე, მან ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა წარუდგინოს შესაბამის კანდიდატს მოსალოდნელი რისკების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე.

3. სისტემის ოპერატორმა მუდმივად უნდა აკონტროლოს მონაწილეთა შესაბამისობა წვდომისა და მონაწილეობის პირობებთან. სისტემის ოპერატორმა უნდა დანერგოს არადისკრიმინაციული პროცედურა, რომლის საფუძველზეც მონაწილეს შეუჩერდება ან გაუუქმდება მონაწილეობის უფლება, თუ ის ვერ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. ეს პროცედურა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს პროცედურის გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხე