1. თუ სისტემის ოპერატორი არ იცავს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდოს, რომ სისტემის ოპერატორი არ იცავს ამ წესის მოთხოვნებს, მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს წერილობით მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და მისცეს მას შესაძლებლობა მოთხოვნების დაუცველობის/სავარაუდო დაუცველობის შესახებ გონივრულ ვადაში დააფიქსიროს და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერილობითი მითითებით მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოსწორება, მათ შორის, დაუყოვნებლივ, თუ მოთხოვნებთან შეუსაბამობა იმდენად სერიოზულია, რომ მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას და/ან შეუსაბამობების განმეორების თავიდან აცილება.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციებ