1. რისკების მართვის მიზნებიდან გამომდინარე, სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შემუშავებული სისტემის წესები, პროცედურები და ხელშეკრულებები იძლეოდეს არაპირდაპირი მონაწილეების შესახებ ინფორმაციას, რათა განხორციელდეს იმ მნიშვნელოვანი რისკების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და მართვა, რომლებიც წარმოიშობა სისტემაში მათი მონაწილეობით. არაპირდაპირი მონაწილეების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) საქმიანობა, რომელსაც პირდაპირი მონაწილეები ახორციელებენ საკუთარი და არაპირდაპირი მონაწილეების სახელით, რომელიც შეფასებული უნდა იყოს სისტემის დონეზე საქმიანობასთან მიმართებით;

ბ) არაპირდაპირი მონაწილეების რაოდენობა თითოეული პირდაპირი მონაწილის მიხედვით, რომელთა მეშვეობით ახორციელებენ ოპერაციებს;

გ) თითოეული არაპირდაპირი მონაწილის მიერ სისტემაში განხორციელებული გადახდების რაოდენობა, თანხა და მათი შეფარდება შესაბამისი პირდაპირი მონაწილის მიერ სისტემაში განხორციელებული გადახდების რაოდენობასა და/ან თანხასთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეებს შორის არსებითი ურთიერთდამოკიდებულება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისტემის ფუნქციონირებაზე.

3. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს ის არაპირდაპირი მონაწილეები, რომლებიც წარმოშობენ მნიშვნელოვან რისკებს სისტემისათვის და იმ პირდაპირი მონაწილისათვის, რომლის მეშვეობითაც არაპირდაპირ მონაწილეს აქვს წვდომა სისტემაზე.

4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადახედოს არაპირდაპირი მონაწილეობიდან გამომდინარე რისკებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები რისკების შემცირებისათვის, რათა უზრუნველყოს არაპირდაპირ მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკების სათანადო მართვ