1. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ნათელი და ყოვლისმომცველი წესები და პროცედურები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მონაწილისთვის. სისტემის ოპერატორმა ძირითადი წესები და მნიშვნელოვანი პროცედურები, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.
2. სისტემის ოპერატორმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მონაწილეებისათვის სისტემის მოწყობისა და ოპერაციების აღწერილობები, ასევე სისტემის ოპერატორისა და მონაწილეების უფლებები და ვალდებულებები, რათა მონაწილეებმა შეძლონ იმ რისკების შეფასება, რაც წარმოეშობათ მათ სისტემაში მონაწილეობით.
3. სისტემის ოპერატორმა მონაწილეებს უნდა მიაწოდოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩაუტაროს ტრენინგები, რათა მონაწილეებმა გააცნობიერონ სისტემის წესები და პროცედურები და ის რისკები, რომლებიც წარმოეშობათ მათ სისტემაში მონაწილეობით.
4. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სისტემის საკომისიოები/ტარიფები თითოეული მომსახურებისთვის, რომელსაც ის მონაწილეებს სთავაზობს, აგრეთვე მისი ფასდაკლების პოლიტიკა. სხვა სისტემის საკომისიოებთან/ტარიფებთან შედარების მიზნით, სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ფასიანი მომსახურების მკაფიო აღწერილობის მომზადება.
5. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურებისათვის CPSS-IOSCO საჯაროობის დებულებების ფორმულარზე პასუხები. სისტემის ოპერატორმა უნდა განაახლოს თავისი პასუხები სისტემაში ან მის გარემოში არსებითი ცვლილებების შემდეგ, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ.
6. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მისი სისტემით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, სულ მცირე დამუშავებული ტრანზაქციების ჯამური რაოდენობისა და თანხის შესახებ ინფორმაცი