1. სისტემის ოპერატორს შემუშავებული უნდა ჰქონდეს პროცესები, რომლის მიხედვითაც ის შეძლებს ბაზრის მოთხოვნილებების/საჭიროებების იდენტიფიცირებასა და გათვალისწინებას. პროცესები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) კლირინგისა და ანგარიშსწორების მოდელები;

ბ) საოპერაციო სტრუქტურა;

გ) პროდუქტები, რომელთა კლირინგი და ანგარიშსწორება ხორციელდება სისტემაში;

დ) გამოყენებული ტექნოლოგიები და პროცედურები.

2. სისტემის ოპერატორს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ნათლად ჩამოყალიბებული, გაზომვადი და მიღწევადი მიზნები და ამოცანები, როგორიცაა მომსახურების მინიმალური დონე, რისკების მართვის სისტემისადმი მოლოდინები, ბიზნესის პრიორიტეტები.

3. ოპერატორმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გადამოწმება სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

4. სისტემის ოპერატორის მიერ მონაწილეთათვის დაწესებული საკომისიოები/ტარიფები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გამჭვირვალ