1. სისტემის ოპერატორმა სისტემის წესებით უნდა განსაზღვროს მონაწილის დეფოლტის განმარტება, რომლის მიხედვითაც დეფოლტად ითვლება, როდესაც მონაწილეს არ შეუძლია თავისი ფინანსური ვალდებულებების დროულად შესრულება, რომელიც მათ შორის გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) საოპერაციო მიზეზებით;

ბ) ხელშეკრულების დარღვევით;

გ) მონაწილის მიმართ გადახდისუუნარობის და/ან ლიკვიდაციის პროცესის დაწყებით.

2. სისტემის ოპერატორმა სისტემის წესებში უნდა გაითვალისწინოს განსხვავება ავტომატურ დეფოლტსა და დეფოლტს შორის, რომელიც განისაზღვრება სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით. უკანასკნელ შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა თავის სტრუქტურაში უნდა განსაზღვროს ის პირები, რომლებიც ისარგებლებენ ამ უფლებამოსილებით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადახედოს დეფოლტის განსაზღვრებებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

3. სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს შემუშავებული მონაწილის დეფოლტის წესები და პროცედურები, რომლებიც საშუალებას მისცემენ მას მონაწილის დეფოლტის შემთხვევაში განაგრძოს თავისი ვალდებულებების შესრულება და ასევე, უნდა გაითვალისწინოს ასეთი ფაქტის დადგომის შემდეგ გამოყენებული აქტივების შევსება. ამ წესებსა და პროცედურებში სულ მცირე გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ღონისძიებები, რომელთა გატარებაც შეუძლია სისტემის ოპერატორს მონაწილის დეფოლტის შემთხვევაში;

ბ) როგორ ხდება ღონისძიებების გატარება, ავტომატურად თუ სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, როცა ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღება სისტემის ოპერატორის მიერ, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული შეფასების კრიტერიუმები;

გ) სისტემის ოპერატორის მიერ ანგარიშსწორების ნორმალური პროცესის შესაძლო ცვლილებები დროული საბოლოო ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად;

დ) გადახდების მართვა მათი დამუშავების სხვადასხვა სტადიაზე;

ე) ღონისძიებების შესაძლო მიმდევრობა;

ვ) შესაბამისი მხარეების ფუნქციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმ მონაწილეებისა, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას;

ზ) სხვა მექანიზმები, რომელთა აქტივაციამ შესაძლოა შეამციროს დეფოლტის გავლენა.

4. სისტემის ოპერატორი მზად უნდა იყოს მონაწილის დეფოლტის წესების და პროცედურების იმპლემენტაციისთვის, მათ შორის, დეფოლტის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ეს განსაზღვრულია სისტემის წესებით. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) გააჩნდეს შესაბამისი ოპერაციული შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისად მომზადებული პერსონალი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად განსახორციელებლად;

ბ) სისტემის წესები და პროცედურები ითვალისწინებდეს დოკუმენტირების, ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის საჭიროებებს, ხოლო თუ ერთზე მეტი ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა ან საზედამხედველო ორგანოა ჩართული – მათი კოორდინაციის საკითხს.

5. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესების და პროცედურების მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) გარემოებები, როდესაც ღონისძიებების/ქმედებების გამოყენება ხორციელდება;

ბ) ამ ღონისძიებების განმახორციელებელი პირი;

გ) შესაძლო ღონისძიებების ფარგლები;

დ) სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულების მექანიზმები იმ მონაწილეების მიმართ, ვინც აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას.

6. სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების ტესტირება და გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ასევე სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ მონაწილის დეფოლტის წესებსა და პროცედურებზე. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სისტემის მონაწილეების ჩართულობა შესაბამისი ტესტირების, აგრეთვე წესებისა და პროცედურების გადახედვის პროცესშ