1. მოვალეს და კრედიტორს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს, წერილობით შეთანხმდნენ იმის თაობაზე, თუ რომელი შემთხვევა წარმოადგენს დეფოლტს ან იმ გარემოებებზე, რომლებიც იძლევა საშუალებას, გამოყენებულ იქნეს მე-8–მე-10 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული უფლებები და უფლების დაცვის საშუალებები.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდნენ დეფოლტის განმარტებაზე, ეს უკანასკნელი, მე-8–მე-10 და მე-13 მუხლების მიზნებისთვის, აღნიშნავს ვალდებულების ისეთ შეუსრულებლობას, რომელიც მნიშვნელოვნად ართმევს კრედიტორს იმას, რისი მიღების უფლებაც მას გააჩნია შეთანხმების თანახმა