გირავნობის უფლების შეწყვეტა
1. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოგირავნე და ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია შეთანხმდეს, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში ობიექტზე საკუთრების უფლება (ან ობიექტთან დაკავშირებული დამგირავებლის ნებისმიერი სხვა ინტერესი) გადაეცეს მოგირავნეს, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
2. მოგირავნის განცხადების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში ობიექტზე საკუთრების უფლება (ან ობიექტთან დაკავშირებული დამგირავებლის ნებისმიერი სხვა ინტერესი) გადაეცეს მოგირავნეს, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
3. სასამართლო აკმაყოფილებს წინა პუნქტში აღნიშნულ განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულება, რომლის დაკმაყოფილების მიზნითაც ითხოვს მოგირავნე ობიექტზე საკუთრების უფლების გადაცემას, პროპორციულია თავად ობიექტის ღირებულებასთან, ყველა იმ გადასახადის გათვალისწინებით, რომლის გადახდაც მოგირავნეს უწევს დაინტერესებული პირებისთვის.
4. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემდგომ, ნებისმიერ დროს, მაგრამ დატვირთული ობიექტის გაყიდვამდე ან მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე, დამგირავებელს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, უზრუნველყოფილი თანხის სრულად გადახდის გზით, რომელიც არ იქონიებს გავლენას მანამდე მოგირავნის მიერ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ობიექტის იჯარით გადაცემაზე. თუ ამგვარი დეფოლტის შემდგომ, უზრუნველყოფილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მოვალეს, იგი იკავებს მოგირავნის ადგილს.
5. დამგირავებლის საკუთრების უფლება ან მისი სხვა ნებისმიერი ინტერესი, რომელიც გადაეცემა ობიექტის გაყიდვისას მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან გადაეცემა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, თავისუფლდება ყველა იმ ინტერესისგან, რომლის მიმართ მოგირავნის ინტერსს გააჩნია უპირატესობა 29-ე მუხლის დებულებების გათვალისწინები