1. ამ კონვენციის განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მიზნები, რომლებიც განსაზღვრულია პრეამბულაში, მისი საერთაშორისო ხასიათი და მისი ერთგვაროვანი და მოწესრიგებული გამოყენებისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობა.

2. საკითხები, რომლებიც მიეკუთვნება ამ კონვენციის მოქმედების სფეროს, მაგრამ მასში უშუალოდ არ არის დარეგულირებული, უნდა მოწესრიგდეს ზოგადი პრინციპებით, რომლებსაც ეფუძნება ეს კონვენცია, ან ასეთი პრინციპების არარსებობის შემთხვევაში, სამოქმედო სამართლის შესაბამისად.

3. სამოქმედო სამართალში იგულისხმება სახელმწიფოში მოქმედი სამართალი, რომელიც გამოიყენება   იურისდიქციის   ქვეყანაში   არსებული   საერთაშორისო   კერძო   სამართლის ნორმების შესაბამისად.

4. თუ სახელმწიფო შედგება რამდენიმე ტერიტორიული ერთეულისგან, რომელთაგან თითოეულს აქვს სამართლის საკუთარი ნორმები დასარეგულირებელი საკითხის მიმართ, და თუ არ არსებობს მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულზე, ტერიტორიული ერთეული, რომლის ნორმებიც გამოყენებას ექვემდებარება, განისაზღვრება ამ სახელმწიფოს სამართლით. რომელიმე ნორმის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ტერიტორიული ერთეულის სამართალი, რომელთანაც საქმე ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებულ