1. ამ კონვენციით განისაზღვრება საერთაშორისო ინტერესების წარმოქმნის წესი და შედეგები ცალკეული კატეგორიის მოძრავი მოწყობილობების და ობიექტებთან დაკავშირებული უფლებების მიმართ.
2. ამ კონვენციის მიზნებისთვის საერთაშორისო ინტერესი მოძრავი მოწყობილობების მიმართ არის ინტერესი, რომელიც წარმოიქმნა მე-7 მუხლის შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული ობიექტის მიმართ, რომელიც მიეკუთვნება ობიექტების ერთ-ერთ კატეგორიას, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში და აღნიშნულია ოქმში, და რომელსაც:
ა) გადასცემს დამგირავებელი, ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების შესაბამისად;
ბ) ეკუთვნის პირს, რომელიც წარმოადგენს პირობით გამყიდველს პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში;
გ) ეკუთვნის პირს, რომელიც არის მეიჯარე, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში.
ინტერესი, რომელიც ხვდება „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების ქვეშ, იმავდროულად არ ხვდება „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედების ქვეშ.
3. წინა პუნქტში აღნიშნული ობიექტების კატეგორიაში შედის:
ა) საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟები, საავიაციო ძრავები და შვეულმფრენები;
ბ) მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობა; და
გ) კოსმოსური საშუალებები.
4. სამოქმედო სამართალი განსაზღვრავს, ვრცელდება თუ არა ინტერესზე, რომლის მიმართაც გამოიყენება მე-2 პუნქტი, „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება.
5. ობიექტის მიმართ არსებული საერთაშორისო ინტერესი ვრცელდება აგრეთვე მასთან დაკავშირებულ საზღაურზ