1. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, მის მიერ 55-ე მუხლის საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს, რომ კრედიტორს, რომელიც წარადგენს მოვალის მხრიდან დეფოლტის მტკიცებულებას, შეეძლოს დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლოსგან მოითხოვოს უფლების დაცვის ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი დროებითი ღონისძიების გამოყენება, თუ აღნიშნულზე ნებისმიერ დროს თანხმობას გამოთქვამს მოვალე:
ა) ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით;
ბ) ობიექტის მფლობელობაში, კონტროლის ქვეშ ან შესანახად გადაცემა;
გ) ობიექტის გადაადგილების აკრძალვა;
დ) ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „ა–გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. წინა პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ისეთი პირობები, როგორსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს დაინტერესებულ პირთა დასაცავად, იმ შემთხვევისთვის, თუ:
ა) ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებით სარგებლობისას, კრედიტორი მოვალის წინაშე დაარღვევს ამ კონვენციითა და ოქმით დადგენილ რომელიმე ვალდებულებას; ან
ბ) დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კრედიტორის მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდება.
3. პირველი პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს კრედიტორის მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
4. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლებას ამ კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებაზე და არ ზღუდავს სასამართლოს უფლებას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალისგან განსხვავებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებებ