1. აუცილებელია დაფუძნდეს ზედამხედველი ორგანო, როგორც ეს ოქმით არის გათვალისწინებული.
2. ზედამხედველი ორგანო ვალდებულია:
ა) დააფუძნოს ან უზრუნველყოს საერთაშორისო რეესტრის წარმოება;
ბ) დანიშნოს და გაათავისუფლოს რეგისტრატორი, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) უზრუნველყოს, რომ რეგისტრატორის ცვლილებისას ახალ რეგისტრატორს გადაეცეს ყველა ის უფლება, რომელიც საჭიროა მისი უწყვეტად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის;
დ) ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ უზრუნველყოს, ოქმის შესაბამისად, საერთაშორისო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული წესების შემუშავება და გამოქვეყნება;
ე) შეიმუშაოს ადმინისტრაციული პროცედურები, რომლის მიხედვითაც ზედამხედველი ორგანო განიხილავს საჩივრებს საერთაშორისო რეესტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
ვ) ზედამხედველობა გაუწიოს რეგისტრატორის საქმიანობასა და საერთაშორისო რეესტრის ფუნქციონირებას;
ზ) რეგისტრატორის მოთხოვნის საფუძველზე, მისცეს მას იმგვარი მითითებები, როგორსაც ჩათვლის მიზანშეწონილად;
თ) განსაზღვროს და პერიოდულად გადახედოს საერთაშორისო რეესტრის მომსახურებითა და ოპერაციებით სარგებლობისთვის დადგენილ ტარიფებს;
ი) უზრუნველყოს შეტყობინებაზე დაფუძნებული, ეფექტიანი ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის არსებობა, რათა მიღწეულ იქნეს კონვენციითა და ოქმით განსაზღვრული მიზნები;
კ) ხელშემკვრელ სახელმწიფოებს პერიოდულად გააცნოს ანგარიში, საკუთარი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ამ კონვენციისა და ოქმის შესაბამისად.
3. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია დადოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც საჭიროა მისი ფუნქციების შესასრულებლად, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ჩათვლით.
4. ზედამხედველ ორგანოს გააჩნია ქონებრივი უფლებები საერთაშორისო რეგისტრატორის მონაცემთა ბაზებსა და არქივებზე.
5. რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო რეესტრის ეფექტიანი ფუნქციონირება და საკუთარი ფუნქციების შესრულება, რომლებიც განსაზღვრულია ამ კონვენციით, ოქმითა და წესებით.
რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხე