რეგისტრატორმა უნდა აწარმოოს იმ დეკლარაციების, უკან გამოთხოვილი დეკლარაციებისა და არაკონსენსუალური უფლებებისა და ინტერესების კატეგორიათა სია, რომელთა შესახებ რეგისტრატორს ინფორმაცია მიაწოდა დეპოზიტარმა 39-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ გაკეთებული დეკლარაციების მიხედვით, ამგვარი დეკლარაციების გაკეთების ან მათი უკან გამოთხოვის თარიღის მითითებით. აღნიშნული სია ინახება და ძიებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს დასახელების მიხედვით ნებისმიერი პირისთვის, ოქმისა და წესების შესაბამისა