თავი III — საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება
კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
საქალაქო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’ ’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი…
საქმე №ბს-1353(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
საკასაციო სასამართლოს მსჯელობას ამყარებს ის გარემოება, რომ კანონმდებელმა თავად განსაზღვრა გამონაკლისი შემთხვევები, რაც მოცემულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლში, რომელიც ეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების (განაჩენების) აღსრულების…
საქმე №ბს-864(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…იძულებითი განაცდური ხელფასის და სხვა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 30.01.2018წ. წერილით ნ.გ-ს უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე და განემარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განჩინებებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას.
საქმე №ას-777-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2023
უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ…
საქმე №ბს-330(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
…აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას. ამავე ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 40. რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლებები ან ინტერესები— „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის ოქმი საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, მუხლი 20. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32944/muxli-20/