ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ოქმის დეპოზიტარისთვის გადაცემულ დეკლარაციაში მიუთითოს არაკონსენსუალური უფლებების ან ინტერესების ჩამონათვალი, რომელთა რეგისტრაციაც უნდა განხორციელდეს ამ კონვენციის შესაბამისად, ობიექტის ნებისმიერი კატეგორიის მიმართ ისე, თითქოს ამგვარი უფლება ან ინტერესი წარმოადგენდეს საერთაშორისო ინტერესს, რის შემდგომაც მათი რეგულირება უნდა მოხდეს საერთაშორისო ინტერესის მსგავსად. დროდადრო, ამგვარ დეკლარაციაში დასაშვებია ცვლილებების შეტანა.

თავი XI

კონვენციის გავრცელება ნასყიდობის მიმა