1. იმ სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრატორს განთავსებული აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, გააჩნია განსაკუთრებული იურისდიქცია რეგისტრატორის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების და სასამართლო ბრძანების გამოცემის შესახებ საქმეებზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ასრულებს 25-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნას და ამ პირმა შეწყვიტა არსებობა ან მისი მოძებნა შეუძლებელია, რათა სასამართლოს გზით დაევალოს რეგისტრაციის გაუქმება, წინა პუნქტში მითითებულ სასამართლოებს გააჩნია განსაკუთრებული იურისდიქცია, მოვალის ან პოტენციური მოვალის განცხადების საფუძველზე, მოითხოვონ რეგისტრატორისგან ამგვარი რეგისტრაციის გაუქმება.

3. თუ პირი არ ასრულებს ამ კონვენციის საფუძველზე იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან, ეროვნული ინტერესის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს მოთხოვნას რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე, პირველ პუნქტში მითითებულ სასამართლოებს გააჩნია უფლებამოსილება აღნიშნული მოთხოვნის შესრულება დაავალონ რეგისტრატორს.

4. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინა პუნქტებით, არც ერთ სასამართლოს არ შეუძლია გასცეს ბრძანება ან მიიღოს გადაწყვეტილება ან დადგენილება რეგისტრატორის მიმართ და დააკისროს მას რაიმე ვალდებულების შესრულებ