1. ხელშემკვრელი  სახელმწიფო  უფლებამოსილია  ნებისმიერ  დროს  ოქმის დეპოზიტარისთვის გადაცემულ დეკლარაციაში ზოგადად ან კონკრეტულად მიუთითოს:

ა) არაკონსენსუალური უფლების ან ინტერესის კატეგორიები (გარდა უფლების ან ინტერესისა, რომლის მიმართ ვრცელდება მე-40 მუხლის მოქმედება), რომლებსაც, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ენიჭება უპირატესობა ობიექტთან დაკავშირებული იმ ინტერესის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრირებული ინტერესის თანაბარია, და რომელსაც უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო რეგისტრირებულ ინტერესთან მიმართებით როგორც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის ფარგლებში, ისე მის გარეთ; და

ბ) რომ ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას სახელმწიფოს, სახელმწიფო ორგანოს, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის ან საჯარო მომსახურების კერძო მიმწოდებლის უფლებაზე, მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააპატიმროს ან დააკავოს ობიექტი იმ თანხის გადაუხდელობის გამო, რომელიც ეკუთვნის ამგვარ ორგანოს, ორგანიზაციას ან მიმწოდებელს უშუალოდ ამ ობიექტის ან სხვა ობიექტის მიმართ გაწეული მომსახურებისთვის.

2. წინა პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ დეკლარაციაში შეიძლება გაკეთდეს დათქმა, რომ იგი ვრცელდება უფლების ან ინტერესის იმ კატეგორიებზეც, რომლებიც წარმოიშობა ასეთი დეკლარაციის გადაცემის შემდეგ.

3. არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, საერთაშორისო ინტერესის მიმართ უპირატესობა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექცევა იმ კატეგორიის ქვეშ, რომლის თაობაზეც დეკლარაცია ოქმის დეპოზიტარს გადაეცა საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციამდე.

4. წინა პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ შეიძლება ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან შეერთებისას, დეკლარაციის გზით განაცხადოს, რომ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე კატეგორიის უფლებას ან ინტერესს უპირატესობა ენიჭება იმ საერთაშორისო ინტერესთან მიმართებით, რომლის რეგისტრაციაც განხორციელდა ოქმის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების თარიღამდ