1. 43-ე და 44-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლებსაც გარიგების მხარეები აირჩევენ, გააჩნია იურისდიქცია ნებისმიერი სარჩელის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია ამ კონვენციის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა არჩეულ სასამართლოს რაიმე კავშირი მხარეებთან ან გარიგებასთან. ასეთი იურისდიქცია განსაკუთრებულია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
2. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით ან სხვაგვარად, არჩეული იურისდიქციის სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმებით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დაცვი