როდესაც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესია, ცედენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას, მე-8, მე-9, და მე-11-მე-14 მუხლები გამოიყენება ცედენტისა და ცესიონერის მიმართ (ობიექტთან დაკავშირებული უფლებების შემთხვევაში, ისინი გამოიყენება იმდენად, რამდენადაც მათი გამოყენება შესაძლებელია არამატერიალური ქონების მიმართ), ისე თითქოს:
ა) მითითება უზრუნველყოფილ ვალდებულებასა და უზრუნველმყოფ ინტერესზე წარმოადგენს მითითებას ვალდებულებაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიით და უზრუნველმყოფ ინტერესზე, რომელსაც წარმოშობს ამგვარი ცესია;
ბ) მითითება მოგირავნეზე ან კრედიტორზე და დამგირავებელზე ან მოვალეზე წარმოადგენს მითითებას ცესიონარსა და ცედენტზე;
გ) მითითება საერთაშორისო ინტერესის მფლობელზე წარმოადგენს მითითებას ცესიონარზე;
დ) მითითება ობიექტზე წარმოადგენს მითითებას ობიექტთან დაკავშირებულ უფლებებსა და შესაბამის საერთაშორისო ინტერესზ