1. მე-2 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის შეძენაზე კანონისმიერი ან სახელშეკრულებო სუბროგაციის გზით, სამოქმედო სამართლის შესაბამისად.
2. წინა პუნქტით გათვალისწინებულ ინტერესსა და სხვა კონკურენტ ინტერესს შორის პრიორიტეტის წესი შესაძლოა შეიცვალოს ამ ინტერესთა მფლობელებს შორის წერილობით გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. ამასთან, დაქვემდებარებული ინტერესის ცესიონარი არ არის შებოჭილი ამ ინტერესის დაქვემდებარების თაობაზე შეთანხმებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცესიის განხორციელებისას აღნიშნული დაქვემდებარება უკვე რეგისტრირებული იყო.
უფლებები და ინტერესები, რომლებსაც აწესრიგებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების დეკლარაციე