1. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ობიექტთან დაკავშირებული უფლებების რამდენიმე კონკურენტული ცესია, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი მაინც არის რეგისტრირებული და მოიცავს შესაბამის საერთაშორისო ინტერსს, 29-ე მუხლის დებულებები მოქმედებს ისე, თითქოს მითითება რეგისტრირებულ ინტერესზე აღნიშნავდეს მითითებას ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიაზე, ხოლო მითითება რეგისტრირებულ  ან დაურეგისტრირებელ ინტერესზე  აღნიშნავდეს მითითებას რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ ცესიაზე.

2. ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესიის მიმართ 30-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება ისე, თითქოს მითითება საერთაშორისო ინტერესზე აღნიშნავდეს მითითებას ობიექტთან დაკავშირებული უფლებების და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიაზ