1. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ობიექტთან დაკავშირებული უფლებების 32-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული ცესიის საფუძველზე, ცესიონერს ასევე გადაეცემა:

ა) შესაბამისი საერთაშორისო ინტერესი; და

ბ) ცედენტის ყველა ინტერესი და პრიორიტეტი, რომლებიც ამ კონვენციითაა გათვალისწინებული.

2. ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ზღუდავს ცედენტის მიერ ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესიის გზით ნაწილობრივ გადაცემას. ასეთი ნაწილობრივი ცესიის შემთხვევაში, ცედენტი და ცესიონარი შეიძლება შეთანხმდნენ წინა პუნქტის საფუძველზე  გადაცემულ საერთაშორისო  ინტერესთან  დაკავშირებით  მათი  უფლებების თაობაზე იმგვარად, რომ აღნიშნულს არ მოჰყვეს მოვალისთვის უარყოფითი შედეგები ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

3. მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, სამოქმედო სამართლით განისაზღვრება უფლების დაცვის საშუალებები და გაქვითვის უფლება, რომელიც მოვალეს გააჩნია ცესიონარის მიმართ.

4. მოვალე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წერილობითი შეთანხმების გზით, ნაწილობრივ ან სრულად  უარი  თქვას  წინა  პუნქტში  მითითებულ  უფლების  დაცვის  საშუალებებსა და გაქვითვის უფლებაზე, გარდა უფლების დაცვის საშუალებებისა, რომლებიც გამოიყენება ცესიონარის ცრუ მოქმედებების საპასუხოდ.

5. როდესაც ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესია გამოიყენება, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, ამგვარი ცესიით უზრუნველყოფილი ვალდებულებების გაუქმებისას,  ობიექტთან  დაკავშირებული  უფლებები  უბრუნდება ცედენტს იმ ოდენობით, რომლითაც ისინი ამ მომენტისთვის განაგრძობს არსებობა