1. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას საერთაშორისო ინტერესს აქვს იურიდიული ძალა, თუ ეს ინტერესი ამ კონვენციის შესაბამისად რეგისტრირებული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე.
2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ამ მუხლის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას საერთაშორისო ინტერესის იურიდიულ ძალაზე, თუ სამოქმედო სამართლით ამ ინტერესს გააჩნია იურიდიული ძალა.
3. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას:
ა) სამართლის ნორმების მოქმედებაზე, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას და შეეხება იმ გარიგებების აკრძალვას, რომელიც ქმნის პრიორიტეტს ან კრედიტორებს გადასცემს უფლებებს მოტყუების გზით;
ბ) სამართლის საპროცესო ნორმებზე, რომლებიც ეხება იმ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების აღსრულებას, რომელიც ექცევა გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის კონტროლის ან ზედამხედველობის ქვეშ.
ობიექტთან დაკავშირებული უფლებების და საერთაშორისო ინტერესების ცესია; სუბროგაციის უფლე