1. იმ ვალდებულებათა მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, რომლებიც უზრუნველყოფილია ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულებით ან რომლებმაც წარმოშვა რეგისტრირებული არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირებული პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების გადაცემის წინაპირობები შესრულებულ იქნა, ამგვარი ინტერესის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმება აღნიშნულის თაობაზე, რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, მოვალისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირებულია პირობითი საერთაშორისო ინტერესი ან საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესია, პირობითი კრედიტორი ან პირობითი ცესიონარი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ასეთი რეგისტრაციის გაუქმება აღნიშნულის თაობაზე რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, პირობითი მოვალის ან პირობითი ცედენტისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, მანამ, სანამ პირობითი კრედიტორი ან პირობითი ცესიონარი გადაიხდის ან საკუთარ თავზე აიღებს გადახდის ვალდებულებას.
3. იმ ვალდებულებათა მოქმედების შეწყვეტისას, რომლებიც უზრუნველყოფილია ეროვნული ინტერესის შესახებ რეგისტრირებულ შეტყობინებაში აღნიშნული ეროვნული ინტერესით, ამგვარი ინტერესის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმება აღნიშნულის თაობაზე რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, მოვალისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო ან იგი არასწორია, პირი, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა რეგისტრაცია, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამგვარი რეგისტრაციის გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა, აღნიშნულის თაობაზე რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, მოვალისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდე