1. რეგისტრაცია ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესრულებულია მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. რეგისტრაცია, თუ იგი ნამდვილია, დასრულებულად ითვლება საერთაშორისო რეესტრის მონაცემთა ბაზაში საჭირო ინფორმაციის ისეთი სახით შეყვანის შემდეგ, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს საძიებლად.

3. რეგისტრაცია საძიებლად ხელმისაწვდომია, წინა პუნქტის მიზნებისთვის, იმ მომენტიდან, როდესაც:

ა) საერთაშორისო რეესტრმა მას მიანიჭა რიგითი თანმიმდევრობით დადგენილი ფაილის ნომერი; და

ბ) რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა, ფაილის ნომრის ჩათვლით, განხორციელდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ხანგრძლივად შენახვა და საერთაშორისო რეესტრში მასზე დაშვება.

4. თუ ინტერესი, რომელიც თავდაპირველად დარეგისტრირდა, როგორც პირობითი საერთაშორისო ინტერესი, ხდება საერთაშორისო ინტერესი, მაშინ საერთაშორისო ინტერესი რეგისტრირებულად მიიჩნევა პირობითი საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციის მომენტიდან, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მოქმედებდა საერთაშორისო ინტერესის წარმოქმნამდე, როგორც ეს განსაზღვრულია მე-7 მუხლით.

5. წინა პუნქტის მოქმედება, აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით, მოქმედებს საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესიის რეგისტრაციის მიმართაც.

6. რეგისტრაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საერთაშორისო რეესტრის მონაცემთა ბაზაში საძიებლად იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებსაც ადგენს ოქმ