1. ოქმითა და წესებით უნდა განისაზღვროს მოთხოვნები, იმ კრიტერიუმების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა ობიექტის იდენტიფიცირებისთვის, რათა:
ა) განხორციელდეს რეგისტრაცია (იმ დებულების ჩათვლით, რომელიც შეეხება ელექტრონული ფორმით თანხმობის წინასწარ გაცემას ნებისმიერი პირის მიერ, რომლის თანხმობაც საჭიროა მე-20 მუხლის შესაბამისად);
ბ) შესრულდეს ძიება და გაიცეს ძიების სერტიფიკატი, და, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო რეესტრის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობა, გარდა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციისა.
2. რეგისტრატორი არ არის ვალდებული, გაარკვიოს, გაცემულია თუ არა რეგისტრაციაზე ფაქტობრივი თანხმობა მე-20 მუხლის შესაბამისად ან არის თუ არა იგი ნამდვილი.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ინტერესი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც პირობითი საერთაშორისო ინტერესი, ხდება საერთაშორისო ინტერესი, დამატებითი რეგისტრაცია არ არის საჭირო, იმ პირობით, რომ რეგისტრაციისას წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციისთვის.
4. რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეგისტრაცია აისახოს საერთაშორისო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაციის შემოსვლის ქრონოლოგიური წესით საძიებლად, და ფაილმა შეინახოს ინფორმაცია მისი მიღების თარიღსა და დროზე.
5. ოქმით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს თავის ტერიტორიაზე ორგანო ან ორგანოები, როგორც ინფორმაციის შეყვანის პუნქტი ან პუნქტები, რომელთა საშუალებითაც საერთაშორისო რეესტრს უნდა გადაეცეს ან შესაძლოა გადაეცეს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც ამგვარ დანიშვნას ახორციელებს, შეუძლია დააწესოს მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს ასეთი ინფორმაციის საერთაშორისო რეესტრისთვის გადაცემამდ