1. საერთაშორისო რეესტრი იქმნება ქვემოთ ჩამოთვლილი რეგისტრაციის მიზნებისთვის:
ა) საერთაშორისო ინტერსის, პირობითი საერთაშორისო ინტერესის და რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლების და ინტერესის რეგისტრაციისთვის;
ბ) საერთაშორისო ინტერესის ცესიისა და პირობითი ცესიის რეგისტრაციისთვის;
გ) სამოქმედო სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო ინტერესის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო სუბროგაციის გზით შეძენის რეგისტრაციისთვის;
დ) ეროვნული ინტერესის თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციისთვის;
ე) წინა ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინტერესების დაქვემდებარების წესის ცვლილების რეგისტრაციისთვის.
2. სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებისა და მათთან დაკავშირებული უფლებებისთვის შესაძლოა შეიქმნას სხვადასხვა საერთაშორისო რეესტრი.
3. ამ თავისა და V თავის მიზნებისთვის ტერმინი „რეგისტრაცია“ მოიცავს, შესაბამის შემთხვევებში, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას, რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას ან რეგისტრაციის გაუქმება