1. ნებისმიერი პირს შეუძლია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ან მოითხოვოს საერთაშორისო რეესტრში ინფორმაციის მოძიება, მასში რეგისტრირებული ინტერესის ან პირობითი საერთაშორისო ინტერესის თაობაზე ოქმითა და წესებით დადგენილი ფორმით.
2. შესაბამისი მოთხოვნის მიღების შემდეგ რეგისტრატორი, ოქმითა და წესებით დადგენილი ფორმით, გასცემს ელექტრონულ სერტიფიკატს რეესტრში ინფორმაციის მოძიების შესახებ (ძიების სერტიფიკატი) ნებისმიერი ობიექტის მიმართ, რომელიც:
ა) შეიცავს ყველა რეგისტრირებულ ინფორმაციას ობიექტის შესახებ, ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღისა და დროის მითითებით; ან
ბ) ადასტურებს, რომ ამ ობიექტთან დაკავშირებით რეგისტრირებული ინფორმაცია რეესტრში არ მოიპოვება.
3. ძიების სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია წინა პუნქტის შესაბამისად, უნდა მიუთითებდეს, რომ კრედიტორმა, რომელიც მითითებულია რეგისტრირებულ მონაცემებში, შეიძინა ან განზრახული აქვს შეიძინოს ობიექტის მიმართ საერთაშორისო ინტერესი, მაგრამ არ უნდა უთითებდეს, არის თუ არა რეგისტრირებული ინტერესი საერთაშორისო ინტერესი ან პირობითი საერთაშორისო ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეიძლება დადგინდეს რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზ