1. საზედამხედველო ორგანოს ენიჭება საერთაშორისო სამართალსუბიექტობა, თუ იგი მანამდე მას არ ფლობდა.
2. საზედამხედველო ორგანო და მისი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები სარგებლობენ ისეთი იმუნიტეტით, სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოქმედებებისაგან, რომლებიც განსაზღვრულია ოქმით.
3. ა) საზედამხედველო ორგანო სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით ან სხვა ისეთი პრივილეგიებით, რომლებიც შეიძლება მიენიჭოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) ამ პუნქტის მიზნებისთვის „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“ აღნიშნავს სახელმწიფოს, სადაც განთავსებულია საზედამხედველო ორგანო.
4. საერთაშორისო რეესტრის ქონება, დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები და არქივები ხელშეუხებელია და სარგებლოს იმუნიტეტით ყადაღისაგან ან სხვა სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოქმედებებისგან.
5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ან 44-ე მუხლის საფუძველზე, რეგისტრატორის წინააღმდეგ ნებისმიერი სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეს უნდა მიეცეს ისეთ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე წვდომა, რომელიც აუცილებელია მის მიერ სარჩელთან დაკავშირებული საქმის საწარმოებლად.
6. საზედამხედველო ორგანოს შეუძლია უარი თქვას მე-4 პუნქტით მისთვის მინიჭებულ ხელშეუხებლობასა და იმუნიტეტზე.
რეგისტრატორის პასუხისმგებლო