(1) საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, არ სარგებლობდნენ ამ კონვენციით განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, გარდა 51-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

(2) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიმართ იურისდიქცია უნდა განახორციელოს ისე, რომ თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების მიერ მისი მოვალეობების შესრულების უმიზეზო ხელის შეშლა.

თავი V

დასკვნითი დებულება