(1) ამ კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შემთხვევაშიც.
(2) დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომელთა სახელები და გვარები, რომელნიც დანიშნულნი არიან დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურში, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
(3) დიპლომატიური წარმომადგენლების თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში, აგრძელებენ დიპლომატიური სტატუსით მინიჭებული პრივილეგიებით და იმუნიტეტით სარგებლობა