წარმომადგენლობების მიერ

1. დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შემთხვევაში, ამ კონვენციის დებულებები გამოიყენება იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.

3. საკონსულო ფუნქციათა შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას იმ ფარგლებში, რომელიც ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით.

4. დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული თანამშრომლების პრივილეგიები და იმუნიტეტები კვლავ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხებ