ამ კონვენციის სხვა მუხლების დებულებების გათვალისწინებით, საკონსულო ფუნქციებს წარმოადგენს:

a) დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში;

b) ხელი შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განვითარებას, აგრეთვე სხვა საშუალებებით მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად;

c) ყველა კანონიერი გზით გაერკვეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სვაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ცხოვრების პირობებსა და მოვლენებში, აცნობოს მათ შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას და ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს;

d) გასცეს, განაახლოს, ამოიღოს, გააუქმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა პასპორტები, გაუგრძელოს მათ მოქმედების ვადა, შეიტანოს მათში შესაბამისი აღნიშვნები, აგრეთვე გასცეს მოქალაქეებზე სხვა დოკუმენტები, რომლებიც იძლევა საზღვრის გადაკვეთის ნებართვას, მათ შორის წარმდგენ სახელმწიფოში შესვლისა და გასვლის, აგრეთვე მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის უფლების მიმცემი ვიზების გაცემა, ვადის გაგრძელება და გაუქმება;

e) დაეხმაროს და ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს;

f) მიიღოს დახმარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისგან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ადგილსამყოფელის დადგენისათვის, როდესაც საუბარი ეხება მათ კეთილდღეობასა და სხვა ჰუმანიტარული შეხედულებებიდან გამომდინარე;

g) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლება ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან სასწრაფო გამგზავრებაზე იმ პირობით, რომ:

I) განსაკუთრებული ვითარების წარმოშობის შემთხვევაში შესრულებული იქნება ადმინისტრაციული ან სასამართლო პროცედურები იმ პირის მიმართ, რომელსაც სურს გამგზავრება;

II) გამგზავრების მსურველი პირის მიერ შესრულებული იქნება გამგზავრებასთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ფორმალობები, თუ ამ მოთხოვნების შესრულება არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და არ გამოიყენება სასწრაფო გამგზავრების დასაბრკოლებლად;

h) შეასრულოს ზოგიერთი ადმინისტრაციული ხასიათის ფუნქცია იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში არაფერი ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

I) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე “mortis causa“-ს მემკვიდრეობითობის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად;

j) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დადგენილ ფარგლებში დაიცვას არასრულწლოვანთა და სრულ ქმედუნარიანობას მოკლებულ პირთა ინტერესები, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მათზე მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესება;

k) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებული პრაქტიკისა და წესების დაცვით, წარმოადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები, ან უზრუნველყოს ისინი სათანადო წარმომადგენლობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა დაწესებულებებში, ამ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დამცავი წინასწარი ღონისძიებების შესახებ ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად განკარგულების მიღების მიზნით, თუ ამ მოქალაქეებს არყოფნის ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ დროულად განახორციელონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

l) გადასცეს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტები, შეასრულოს სასამართლო დავალებანი ან წარმდგენი სახელმწიფოს სასამართლოებისათვის ჩვენებათა მიცემის დავალებანი მოქმედი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, ან ასეთი შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა წესით, რაც არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

m) განახორციელოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ინსპექციის უფლებები, წარმდგენი სახელმწიფოს ეროვნული გემების და ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების, აგრეთვე მათი ეკიპაჟის მიმართ;

n) დაეხმაროს ამ მუხლი „m“ პუნქტში აღნიშნულ გემებსა და საჰაერო ხომალდებს და მათ ეკიპაჟებს, მიიღოს განცხადებები გემების ნაოსნობის თაობაზე, შეამოწმოს და გააფორმოს გემების დოკუმენტები და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთა უფლებების შეულახავად გამოარკვიოს გზაში მომხდარი ნებისმიერი შემთხვევა და გადაწყვიტოს კაპიტანს, მეთაურთა შემადგენლობასა და მეზღვაურებს შორის დავა, რამდენადაც ამას ითვალისწინებს წარმდგენი სახელმწიფოს კანონები და წესები;

o) შეასრულოს ყველა სხვა ფუნქცია, რომელიც წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ეკისრება საკონსულო დაწესებულებას, რომელიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან რომლის შესრულების წინააღმდეგი არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფო ან რომელიც გათვალისწინებულია წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები