1. წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
a) ნებისმიერი პირის თხოვნით, მისი მოქალაქეობის მიუხედავად, გასცეს მასზე წარმდგენ სახელმწიფოში გამოსაყენებელი სხვადასხვა დოკუმენტები, თუ ასეთი დოკუმენტების გაცემა არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს და წესებს;
b) წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა თხოვნით გასცეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან მის ფარგლებს გარეთ გამოყენებისათვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტები, თუ ასეთი დოკუმენტების გაცემა არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს და წესებს;
c) თარგმნოს დოკუმენტები წარმდგენ სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ოფიციალურ ენებზე და დაადასტუროს თარგმნის სისწორე;
d) მოახდინოს წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია;
e) შეადგინოს, დაამოწმოს და შესანახად მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ანდერძი;
f) შეადგინოს ან დაამოწმოს აქტები, წარმდგენ სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის დადებული გარიგებანი, თუ ეს აქტები და გარიგებანი არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას და არ ეხება უძრავ ქონებაზე უფლებების გადაცემასა და შეძენას.
g) შეადგინოს და დაამოწმოს, ერთი მხრივ, წარმდგენი და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის დადებული აქტები და გარიგებანი, თუ ეს აქტები და გარიგებანი ეხება მხოლოდ წარმდგენ სახელმწიფოში არსებულ ქონებასა და უფლებებს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებიც ექვემდებარება ამ სახელმწიფოში განხილვას იმ პირობით, რომ ეს აქტები და გარიგებანი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება;
h) დაამოწმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე;
i) შეინახოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქონება და დოკუმენტები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას;
j) შეადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნორმატიული ფუნქციები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შედგენილი, დამოწმებული და თარგმნილი დოკუმენტები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განიხილება ისეთივე იურიდიული მნიშვნელობისა და მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტებად, როგორც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა და დაწესებულებათა მიერ შედგენილი, დამოწმებული და თარგმნილი დოკუმენტები იმ პირობით, რომ ისინი ადგილსამყოფელი სახელწიფოს კანონმდებლობას შეესაბამება.
თუ ეს აუცილებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, დოკუმენტები უნდა იქნას ლეგალიზებულ