რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქციები
1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
a) წარმდგენი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად მიიღოს შუამდგომლობა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
b) აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა აღრიცხვა და რეგისტრაცია;
c) რეგისტრაციაში გაატაროს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, სახელის, გვარის, მამის სახელის გამოცვლა, მამობის დადგენა, შვილად აყვანა წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად და გასცეს შესაბამისი მოწმობები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დებულებანი დაინტერესებულ პირებს არ ათავისუფლებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაცვის აუცილებლობისაგა