დაკავშირებული ფუნქციები
1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას ყოველი შემთხვევის შესახებ, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება არასრულწლოვანის ან სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირის ინტერესებს და ეს პირი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეა.
2. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს შესთავაზოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შესაფერისი პირები, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ მეურვეებად ან მზრუნველება