1. ამ კონვენციის დებულებები ვრცელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს.

3. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს:

3.1. საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას;

3.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ეს არ ეწინაააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებს და ჩვეულებებს ან შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა პრივილეგიები და იმუნიტეტი რეგულირდება საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს.

კარი V

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცე