2. საკონსულო დაწესებულების შენობები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკონსულო ფუნქციათა შესრულებისათვის შეუთავსებელი მიზნით.
3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, რომლებიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას.
4. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკებს არ შეუძლიათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განახორციელონ პროფესიული ან კომერციული საქმიანობა, გარდა ისეთი სახისა, რომლებიც დაკავშირებულია ოფიციალური ფუნქციების განხორციელებასთან.
კარი VI
დასკვნითი დებულება