წარმომადგენლობების მიერ
1. წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, თუ საკონსულო ფუნქციებს ასრულებენ დიპლომატიური წარმომადგენლობები იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაკების გვარები, რომელთაც აკისრიათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.
3. საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს:
3.1. საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას;
3.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებს და ჩვეულებებს, ან შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ მუშაკების პრივილეგიები და იმუნიტეტი, რომლებზეც საუბარია ამ მუხლის მე-3 პუნქტში, რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დაკავშირებულია დიპლომატიურ ურთიერთობებთან.
ნაწილი V
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების
პატივისცე