1. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებები.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.
3. საკონსულო ფუნქციათა შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს:
ა) საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფალთ;
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას იმ ფარგლებში, როგორც ეს ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით ან სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
4. დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ თანამშრომელთა პრივილეგიები და იმუნიტეტები კვლავ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება. საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულოს მოსამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავა