საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ თავიანთი საკონსულო ოლქის ფარგლებში:

ა) შეასრულონ თავიანთი მოქალაქეების რეგისტრაციის ფუნქციები და გასცენ სათანადო დოკუმენტები. შეუძლიათ დახმარება მიიღონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან იქ მცხოვრები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ, იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

ბ) გამოაქვეყნონ პრესის საშუალებით შეტყობინებები, რომლებიც განკუთვნილია თავიანთი მოქალაქეებისათვის და გასცენ წარმდგენი სახელმწიფოს დადგენილებები ან დოკუმენტები, თუკი ეს შეტყობინებები, დადგენილებები ან დოკუმენტები წარმოადგენენ წარმდგენი სახელმწიფოს საშინაო საქმე