1. საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირები იღებენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ გნცხადებებსა და დოკუმენტებს ამ სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირები თანამშრომლობენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, მათივე თხოვნის შესაბამისად, რათა დადგენილ იქნეს იმ პირთა მოქალაქეობა, რომელთაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა მოწმობა, და რომლებიც სავარაუდოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ამ პირთა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გასცემენ მასზე პასპორტს ან სხვა სამგზავრო დოკუმენტ