საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ:

ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ მათ მიერ შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ამონაწერი ან ასლი;

ბ) წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღონ განცხადებები ან გასცენ ცნობები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ კანონებსა და წესებს;

გ) გასცენ სერტიფიკატები საქონლის წარმოშობის შესახებ, ან სხვა მსგავსი დოკუმენტები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) გამოაქვეყნონ საკონსულო დაწესებულებაში შეტყობინებები, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებების, მოვალეობების და ინტერესების შესახებ;

ე) შეასრულონ ყველა საჭირო ფორმალობა, რათა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს საშუალება მიეცეს მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის რეფერენდუმებსა და არჩევნებში; იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსულო კარ-მიდამოს ტერიტორიაზე იხსნება საარჩევნო უბანი, რათა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ მათი სახელმწიფოს არჩევნებსა და რეფერენდუმებში, საკონსულო თანამდებობის პირები აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად აცნობებენ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ხელისუფალთ. დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულო კარ-მიდამოს ფარგლებს გარეთ შესაძლებელია გაიხსნეს საკონსულო ოლქის კომპეტენტური ორგანოების თანხმობი